თსუ-ის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოფიციალური გახსნის ღონისძიება დღეს გაიმართება, რომელსაც თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს თსუ-ის 99 წლის იუბილეზე გადასცა.

ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. გათვალისწინებულია საზოგადოებრივი/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა და სპორტული მოედანი. ღონისძიების მიმდინარეობისას ლისის საერთო საცხოვრებლის სპორტულ მოედანზე გაიმართება თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ტურნირის Liga TSU-ს ფინალური მატჩი თსუ საფეხბურთო გუნდებს - იურიდიული ფაკულტეტის „კოლოკვიუმსა“ და ტურიზმის სკოლის „სიამსკის“ შორის.

საზეიმო ღონისძიებას დაასრულებს მუსიკალური ბენდის „ლაბირინთის“ კონცერტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო