ახლობლების ინფორმაციით, მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შვილს გადაეფარა

ახლობლები მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ლომარ ნიგურიანს მის ეზოში, თოვლის გადაყრის გამო ესროლეს. უფრო კონკრეტულად, როგორც ახლობლები ყვებიან, საკრებულოს წევრი ერთ-ერთმა მეზობელმა თოვლის მის ეზოში გადაყრაში დაადანაშაულა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. კონფლიქტში ნიგურიანის შვილის ჩაერია და იარაღი სწორედ მას დაუმიზნეს, თუმცა მამა შვილს გადაეფარა და თავად დაიღუპა.

„სახურავზე იდგა გარდაცვლილი ომარ ნიგურიანი. მას ახლდა მისი შვილიც, რომლისთვისაც ის ადამიანი აპირებდა სროლას და მამისი გადაეფარა. ბავშვს აუშარდა რაღაცაზე, თოვლის გადაყრაზე იყო საუბარი“, - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი ნატო ნიგურიანი „რუსთავი 2“-თან საუბარში.

ამავე ვერსიაზე საუბრობს გარდაცვლილის კიდევ ერთი ნათესავი.

„თოვლს ფერთხავდა და რატომ ფერთხავ აქეთ თოვლსო - ყველაფერი ამით დაიწყო. ახლა, როდესაც დაუსჯელობის სინდრომია, გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანი თავს აგრესიის უფლებას აძლევს“, - განმარტა ნარგის ნარგურიანმა.

ლომარ ნიგურიანი, რომელიც მესტიის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო, ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ მოკლეს.

იხილეთ ვიდეო: "შვილისთვის აპირებდა სროლას და მამისი გადაეფარა" - მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობის შესახებ ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო