მიხეილ სააკაშვილი - მივდივარ სასამართლოზე და ვეპატიჟები ყველას, ვისაც უკრაინაში სამართლიანობის საკითხი აღელვებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას მისი ქვეყნიდან გაძევება სურს.

„უკრაინის ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი კანონიერი ინსტრუმენტი უკრაინის მუდმივი მცხოვრებლის ექსტრადირებისთვის, როგორიც მე გახლავართ უკრაინული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით. ნებისმიერი ქმედება, ექსტრადირების მიმართულებით, იუსტიციის მინისტრს და მის ხელმძღვანელს სისხლის სამართლის დამნაშავეებად აქცევს.

დღეს, კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში განიხილება ჩემი საქმე, რომელიც ეხება უკრაინის ხელისუფლების სურვილს უარი მითხრას „დროებითი დაცვის“ სტატუსზე და შექმნას პირობები ქვეყნიდან ჩემი გაძევებისთვის. მე მივდივარ სასამართლოზე და ვეპატიჟები იქ ყველას, ვისაც უკრაინაში სამართლიანობის საკითხი აღელვებს“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა