ქსენია სობჩაკი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სთავაზობს, მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახდეს

ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი, რომელიც პარტია „სამოქალაქო ინიციატივამ“ 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად წარადგინა, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სთავაზობს მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახდეს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა.

სობჩაკის განცხადებით, ნავალნის არჩევნებზე არდაშვება „წარმოუდგენელი უსამართლობა და ხელისუფლების მორიგი შეცდომაა“. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ჩვენ მაინც უნდა ვიმოქმედოთ, არ გავჩერდეთ და მივიდეთ არჩევნებზე“. სობჩაკის აზრით, ნავალნის მიერ არჩევნების ბოიკოტირება არაეფექტური მეთოდია, რომელიც არჩევნებზე აქტიურობის მაჩვენებელს სერიოზულად ვერ შეამცირებს და მხოლოდ ვლადიმერ პუტინის უპირატესობას გაზრდის.

გუშინ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სობჩაკი საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირა. გუშინვე ცესკო-მ ალექსეი ნავალნის მძიმე მუხლით მისჯილი მოუხდელი დანაშაულის გამო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა, რის შემდეგაც ნავალნიმ საკუთარ მომხრეებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა