საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში დაკავებული მაღალჩინოსნების და სამეფო ოჯახის წევრების ნაწილი გაათავისუფლა

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ, ბოლო კვირის განმავლობაში, კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში დაკავებული სულ მცირე 20 მაღალჩინოსანი გაათავისუფლა, რომელთა შორის სამეფო ოჯახის წევრებიც არიან. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის არიან ფინანსთა ყოფილი მინისტრი, სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იბრაჰიმ აბდელ აზიზ ალ-ასაფი, პრინცი თურქი ბენ ხალიდი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი თანაშემწე, კომპანია Saudi Telecom-ის ყოფილი ხელმძღვანელი.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა გათავისუფლება მიუთითებს იმაზე, რომ მათ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და გათავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის, პრინცის ალ-ვალიდ ბენ ტალიალის გათავისუფლების სანაცვლოდ ხელისუფლება 6 მილიარდი დოლარის გადახდას ითხოვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო