ვახტანგ ყოლბაია გიორგი ლუკავას პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გიორგი ლუკავას პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს.

როგორც ვახტანგ ყოლბაია აღნიშნავს, სოხუმის კეთილი ნება პატიმრის განთავისუფლების საქმეში იმაზეც მეტყველებს, რომ ჟენევის ფორმატში თბილისისა და სოხუმის მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ საკითხებში ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს და მიზანსაც აღწევს.

„ახალი წელი ყოველი ჩვენგანისთვის ცვლილებების, იმედების ასრულებისა და უკეთესი მომავლის მოლოდინია. ასეთი დღეა 25 დეკემბერი ლუკავების მრავალშვილიანი ოჯახისთვის. სოხუმში დრანდის ციხიდან შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს. იგი 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ვულოცავთ, გიორგი ლუკავას პატიმრობიდან გათავისუფლებას და დამდეგ 2018 წელს. ვუსურვებთ მის ოჯახს მხნეობას, ჯანმრთელობას, წინსვლასა და ბედნიერებას.

ვფიქრობ, სოხუმის კეთილი ნება პატიმრის განთავისუფლების საქმეში იმაზეც მეტყველებს, რომ ჟენევის ფორმატში თბილისისა და სოხუმის მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ საკითხებში ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს და მიზანსაც აღწევს. მინდა მჯეროდეს, რომ ახალი, 2018 წელი იქცევა ჩვენ შორის ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობის საწყის ეტაპად. შესაძლოა, სწორედ ამ წელმა მოგვიტანოს ნდობის აღდგენის, ურთიერთობების დაწყების, მივიწყებული მეზობლობის განახლების სიხარული“, - აღნიშნულია ვახტანგ ყოლბაიას მილოცვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო