ისრაელი ქვეყნის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების თაობაზე მოლაპარაკებებს ათზე მეტ სახელმწიფოსთან აწარმოებს

ისრაელი, ქვეყნის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისა და საელჩოების იერუსალიმში გადატანის თაობაზე ათზე მეტ სახელმწიფოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ხოტოველმა განაცხადა.

„შემიძლია განვაცხადო, რომ საუბარია ათზე მეტ ქვეყანაზე. ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროში აწონილ მუშაობას ვაწარმოებთ თითოეულ ამ ქვეყანასთან“, - განაცხადა ციპი ხოტოველმა.

მისი თქმით, საქმე ეხება ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, თუმცა მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ ქვეყნებზე მიდის საუბარი.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები პირველ რიგში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ეხება და არა საელჩოების იერუსალიმში დაუყოვნებლივ გადატანას.

ამ ეტაპზე იერუსალიმში თავიანთი საელჩოების გადატანის შესახებ მხოლოდ ორმა ქვეყანამ, აშშ-მ და გვატემალამ გამოაცხადეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს