არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არაოფიციალურად აცნობეს. დაჭრილი პანკისის მცხოვრებია.

სააგენტოს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უდასტურებენ, რომ მათთან ცოტა ხნის წინ კატასტროფის ბრიგადამ ერთი დაჭრილი შეიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო ჩარევა უტარდება.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დღეს დილიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ის თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, აყვანილია ახმეტ ჩატაევთან კავშირში მყოფი 3 პირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო