წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდება

წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უფლებამოსილების მიღების შემდეგ, თბილისის მთავრობამ ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად დაიწყო.

„ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დავიწყეთ და ბევრ ოჯახს მივეცით საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონების შესაძლებლობა. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებდნენ. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს გადაეცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ჯამში 132 ოჯახს დაუკანონდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა