ადვოკატი - ექსპერტიზის დასკვნა იძლევა შესაძლებლობას, რომ ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს

ექსპერტიზის დასკვნა აშკარად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს, - ამის შესახებ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარემ დილით მიიღო.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დასკვნაზე მხარეები დახურულ სხდომაზე იმსჯელებენ, ვინაიდან დოკუმენტი ოთარ აბესაძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.

"დღეს დილით ავიღეთ ექსპერტიზის დასკვნა. ამის საფუძველზე ვიშუამდგომლებთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ასევე მოვითხოვთ სხდომის დახურვას, ვინაიდან დოკუმენტი ოთარ აბესაძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ექსპერტიზის დასკვნა აშკარად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა