ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 04:00 საათამდე, უფასოდ იმუშავებს

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 04:00 საათამდე, უფასოდ იმუშავებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა. მისი თქმით, დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები სამ ადგილას - გლდანში, ძველ თბილისსა და ვარკეთილში - გაიმართება.

„ვისაც სურვილი აქვს ამ ღონისძიებებზე დასწრების, იცით, რომ როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. ყველა ადამიანს, ვისაც კონცერტზე დასწრების სურვილი ექნება, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იქნება. მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. ჩვენ ერთად, აუცილებლად შევძლებთ, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად ვაქციოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა