"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" მესამე ფრაქციის შექმნას აპროტესტებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატები ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" მესამე ფრაქციის შექმნას აპროტესტებენ.

როგორც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი მირდატ ქამადაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მმართველი გუნდის მხრიდან მესამე ფრაქციის შექმნა ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვას გამოიწვევს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ხალხის პრობლემების მოგვარების ნაცვლად კომფორტის შექმნაზე ზრუნავს.

"დღეს, ბათუმის საკრებულოს რიგებში "ქართული ოცნების" მორიგი ფრაქცია ფორმალურად იქმნება, რომელიც ხელფასებს, კომფორტს და დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებს უკავშირდება. მათ არ ადარდებთ ბათუმელების პრობლემა. ჩვენ სოციალურად დაუცველებისთვის პროექტს ვთავაზობთ, თუმცა არ ითვალისწინებენ. აქ მთავარი არის მიდგომა, ფრაქცია ხელოვნურად იქმნება თუ ”ქართული ოცნება” დაიშალა? ფრაქციის შექნის ერთადერთი მიზანი არის ხელფასები და კომფორტის შექმნა. ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები გვაქვს",- აცხადებს მირდატ ქამადაძე.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ნატალია ძიძიგური ფრაქციის შექმნას ახალ ინიციატივებს უკავშირებს.

"ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, საჭირბოროტო საკითხებია და ერთობლივად უნდა გადავჭრათ. ფრაქციის მიზანი უფრო მეტად გაძლიერებას და ჩართულობას გულისხმობს. ფრაქცია ახალი ინიციატივებისთვის შეიქმნა" ,- აცხადებს ნატალია ძიძიგური.

ბათუმის საკრებლოში დღეს დეპუტატები 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა