იმერეთის მხარესა და ჩინეთის ძიანსის პროვინციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმერეთის მხარესა და ჩინეთის ძიანსის პროვინციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ჩინეთის დელეგაციას ძიანსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი, სიე ჟუ ხელმძღვანელობდა, რომელმაც იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად მხარეებს შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

იმერეთის მხარესა და ძიანსის პროვინციას შორის ხელშეკრულების გაფორმება იმერეთის გუბერნატორის ჩინეთში ვიზიტის დროს დაიგეგმა. გივი ჭიჭინაძე ძიანსის პროვინციაში საქართველოს საპარტნიორო ფონდის ეგიდით იმყოფებოდა. ძიანსის პროვინცია მე – 13 ადგილზეა ჩინეთის პროვინციებს შორის და მისი მოსახლეობა 45 მილიონამდეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა