ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოლეგებთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, ორივე მხარემ დაადასტურა ღრმა პატივისცემა არამარტო დღევანდელი ურთიერთობების, არამედ იმ ისტორიის გამო, რომელიც ქართველ და სომეხ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს.

“იყო საუბარი გარკვეულ პოზიციებში განსხვავებების თაობაზე, მაგრამ გამოითქვა სურვილი, რომ ამას გაგებით მოვეკიდოთ, იმ გამოწვევების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც სომხურ და ქართულ მხარეებს გააჩნია. აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულებაში სომხეთმა საწინააღმდეგო ხმა მისცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს იმ სპეციფიკაზე, რომელიც ამ სიტუაციაში სომხურ მხარეს გააჩნია. არის საკითხები, რომელიც შიდა კავკასიური ურთიერთობების სერიოზულ პრობლემებს წარმოაჩანეს, სომხურ-აზერბაიჯანული დაძაბული ურთიეთობებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის საკითხზე არ უსაუბრიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა