ენერგოომბუდსმენი - 2017 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში შესული განცხადებების რაოდენობამ 4 333 შეადგინა

2017 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში შესული განცხადებების რაოდენობამ 4 333 შეადგინა. ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2017 წლის შემაჯამებელი სტატისტიკა წარმოადგინა. სტატისტიკის მიხედვით, ენერგოომბუდსმენის აპარატში მოქალაქეთა მიმართვიანობის მაჩვენებელი გაზრდილია. მისი ინფორმაციით, მაჩვენებლის ზრდა ერთის მხრივ მოქალაქეთა სამომხმარებლო ცოდნის ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ სისტემაში არსებულ პრობლემებს მიანიშნებს.

ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, კონსულტაციებისთვის აპარატს 8 474 მოქალაქემ მიმართა, ხოლო ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელში 1 758 მოქალაქემ. ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, განცხადებათა რაოდენობა კომპანიების მიხედვით შემდენაირად გადანაწილდა: სს „თელასი“ – 832; სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ – 450; შპს „ყაზტრანსგაზ თბილისი“ – 132; შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ – 1 163; სს „საქორგგაზი“ – 16; შპს „ვისოლ-გაზი“ - 14; შპს „ყამარ გაზი“ - 1; შპს „ტაბა“ - 16; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 972; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება“ - 102; შპს „მცხეთის წყალი“ – 168; შპს „რუსთავის წყალი“ - 454;

შპს „ბათუმის წყალი“ - 22.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა