ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

დახურულ სასამართლო პროცესზე, სადაც ოთარ აბესაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს, ოთარ აბესაძე შეუძლოდ გახდა.

აბესაძის ცუდად გახდომას დარბაზთან შეკრებილი მისი ახლობლების მძაფრი რეაქციები მოჰყვა. ისინი აბესაძისთვის სასწრაფოს და ექიმის გამოძახებას ითხოვდნენ. ამ დროისთვის, როგორც ცნობილია, გამოძახებულია სასწრაფო, რათა აბესაძეს დახმარება აღმოუჩინონ.

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ცუდად გახდომის მიზეზი უცნობია, ვინაიდან სასამართლო პროცესი დახურულია. ამ დროისთვის მხარეები აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნაზე მსჯელობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა