ოთარ აბესაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

ოთარ აბესაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეცვლოდა.

როგორც აბესაძის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ეს ექსპერტიზის დასკვნაშიც ჩანს, თუმცა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ის კვლავ საშიშია და მისი გარეთ ყოფნა ზეგავლენას მოახდენს მართლმსაჯულების პროცესზე.

„ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება იმისთვის, რომ ოთარ აბესაძეს სიცოცხლე მოუსწრაფოს. მოსამართლემ არ შეუცვალა მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. პროცესის მიმდინარეობისას ის ცუდად გახდა და შესაბამისად, ახლა ველოდებით სასწრაფოს, რომ მას დახმარება აღმოუჩინონ“, - განაცხადა ირმამ ჭკადუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა