ილია მეორე სომხეთის პრეზიდენტს - ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, ამიტომ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, ამიტომ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებთ ჩვენს წინ შეხვედრებს. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გადავლახავთ ყველა პრობლემას, რომელიც გვაქვს - ტერიტორიულ პრობლემებს“, - მიმართა პატრიარქმა სომხეთის პრეზიდენტს.

მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ საქართველოში პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე აღინიშნებოდა და ეს წლები მოსეს მიერ ებრაელი ერის აღთქმული მიწისკენ წინამძღოლობას შეადარა. მისი უწმინდესობის თქმით, „ეს რთული წლები იყო“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო