თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ 12 ტერორისტი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 12 წევრი დააკავა. როგორც თურქული გამოცემა Sabah იუწყება, დაკავებულები ახალი წლის დღესასწაულებზე ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ.

არსებული ინფორმაციით, ექსტრემისტები ქალაქ ადანაში, სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს. დაკავებულებიდან ორი სირიის მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ 1-ელ დეკემბერს სტამბოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების გამო 60 ადამიანი დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო