კომპანია “ელფი” თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსს კომპანიის საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს

კომპანია “ელფი” თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსს ბადრი გიორგიძეს სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესების გამო კომპანიის საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა თინათინ პაპუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიორგიძე სკოლამდელ აღსაზრდელთა კვების მომსახურებაზე ტენდერში მონაწილეობაში სხვადასხვა უკანონო მეთოდით უშლის ხელს.

პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მერი კახა კალაძე საქმის ვითარებაში გაერკვევა და “გიორგიძის ფაქტორით” გამოწვეულ უკანონო ქმედებებს წერტილს დაუსვამს.

“გიორგიძე გვიწყობს 37 წელს - დაიჭირეთ, გადაასახლეთ, დახვრიტეთ და თანაც არაფერი არ ჰკითხოთ.

21 დეკემბრს, 42- მილიონიანი ტენდერის დაწყებამდე 2 საათით ადრე, მერიის მოთხოვნის საფუძველზე ჩვენს ოფისში შემოვარდა პროკურატურა ელექტრონული ინგორმაციის ამოღების მოთხოვნით. უნდა წაეღოთ ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ისიც, რაც ტენდერზე უნდა აგვეტვირთა. შესაბამისად, უნდა ჩახსნილიყო კომპიუტერებიც. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ დოკუმენტაციის ატვირთვა და ტენდერში მონაწილეობის მიღება, რომლის პასუხებიც ჯერ ცნობილი არ არის”, - განაცხადა თინათინ პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, გიორგიძე გასული წლის ტენდერიდანაც ცდილობდა “ელფის” ჩახსნას, თუმცა ვერ მოახერხა.

“ელფის” ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იცავს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელებს წერილობით მიმართეს, დროულად მოახდინონ რეაგირება “ელფის” მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

“გიორგიძე არის “აისბერგის თავი”, მის უკან დგანან გარკვეული არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკები და ბიზნეს კონკურენტები. ფაქტია, რომ გიორგიძე ამას მარტო ვერ გააკეთებდა თუ ვინმესგან ზურგი არ ექნებოდა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებების გამო არ დაისჯებოდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიორგიძე და მსგავსი კორუმპირებული პირები განსასჯელის სკამზე ისხდებიან”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა