ადვოკატი - ოთარ აბესაძის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ციხის ადმინისტრაციას ეკისრება

ადვოკატი ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას პენიტენციურ დაწესებულებას აკისრებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე პროკურორის პოზიცია ციხის ადმინისტრაციის განცხადებას ეყრდნობა, "თითქოს აბესაძე კარგადაა". ჭკადუა სასჯელაღსრულების სამინისტროს და შესაბამის დაწესებულებას ამ საკითხზე ოფიციალური განცხადების გავრცელებისკენ მოუწოდებს.

"აბესაძის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ციხის ადმინისტრაციას ეკისრება, ვინაიდან პროკურორი ეყრდნობა მათ და აცხადებს, რომ ციხეში ეუბნებიან, თითქოს აბესაძე კარგადაა. გაავრცელონ ოფიციალური განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მთლიანად ციხის ადმინისტრაციას ეკისრება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო