ცაგერსა და ამბროლაურის რამდენიმე სოფელში დამეწყრილი გზები იწმინდება

ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, რაჭისა და ლეჩხუმის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა შედარებით რთული მდგომარეობა დაფიქსირდა სოფლებში: ჩხუტელში,ზარაგულასა და მახაშში.

„უამინდობის მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები და მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის პრობლემურად რჩება ქ. ამბროლაურის შემოსასვლელი, თუმცა დღის ბოლომდე ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები და აღნიშნული მონაკვეთიც გაიწმინდება“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო