ბაკურციხე-გურჯაანის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

ბაკურციხე-გურჯაანის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო პროექტების მონიტორინგი კახეთის რეგიონში დაიწყო. ზურაბ ალავიძემ კახეთის გუბერნატორთან ერთად, ამჯერად ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის მშენებლობა დაათვალიერა.

უწყების ინფორმაციით, ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი 15,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის ღირებულება 38 000 000 ლარია და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

გურჯაანი-ბაკურციხის გზა, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, ავტოტრანსპორტი ქალაქ გურჯაანსა და 7 სოფელს აუქცევს გვერდს.

ამ დროისათვის მიმდინარეობს, მიწის საფუძვლის, ყრილის, ბეტონის მილ-ხიდების მოწყობის სამუშაოები. ასევე ხიდის სამშენებლო სამუშაოები, გზის საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა და ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. ამ ეტაპზე დასაქმებულია 270 ადამიანი.

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა