ავღანეთში ავიადარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 11 მებრძოლია ლიკვიდირებული

ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში, ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების ავიადარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 11 მებრძოლია ლიკვიდირებული. ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„დღეს დილით „ისლამური სახელმწიფოს“ 11 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა, მას შემდეგ რაც ავღანეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა აჩინის რაიონში მებრძოლების საიდუმლო სამალავებზე იერიში მიიტანეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საჰაერო ოპერაციის შედეგად ასევე განადგურებულია შეიარაღება და საბრძოლო მასალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა