27 და 28 დეკემბერს რიკოთის საავტომობილი გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

27 და 28 დეკემბერს რიკოთის საავტომობილი გვირაბში მოძრაობა აიკრძალება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება, რის გამოც, 27 და 28 დეკემბერს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართულია რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე განხორციელდება. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო