გიორგი ტუღუში თბილისსა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე - მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

საქართველო ტერორიზმის კუთხით დიდი გამოწვევის წინაშე დგას და მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ უმცირესობის წევრმა გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ქვეყანა ძალიან მძიმე ვითარების მომსწრე გახდა.

"ქალაქის ერთ-ერთ უბანში, ფაქტობრივად, ომი იყო გაჩაღებული. მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი იყოს გამოძიებული და ასევე ჩვენმა სამსახურებმა იმ მიმართულებით იმუშაონ, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს, თორემ ჩვენ ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი საფრთხეები არსებობს. საქართველოს არაერთი გამოწვევა აქვს ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი, რაც ამ ინციდენტთან დაკავშირებით არსებობს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ტუღუშმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს