ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ბათუმის საკრებულოში პარტია "ევროპული საქართველოს" დეპუტატი რაულ თავართქილაძე სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დროულ გამოძიებას ითხოვს.

როგორც მან საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, საზოგადოება გამოძიების შედეგებს ელოდება.

"თვეზე მეტი გავიდა და საკითხი ჩაჩუმდა. გამოძიება რა ეტაპზეა, ინფორმაცი არ გვაქვს. თქვენ ხართ ხელისუფლება და საზოგადოებას აინტერესებს, თუ რა მოხდა სასტუმროში",- აცხადებს რაულ თავართქილაძე.

ბათუმის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ქვეყანაში კრიმინოგენურ მდგომარეობასა და საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, განმარტებებს ითხოვენ.

ამასთან, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები მესტიაში მათი პარტიის წევრის მკვლელობას გამოეხმაურნენ.

"ჩვენი პარტიის წარმიმადგენელი დღისით, მზისით მოკლეს. ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობაა. "ქართული ოცნების" პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ ქურდები და კრიმინალები გამოეშვათ ციხიდან და შედეგი მივიღეთ - ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ოპოზიციის ბრალდებას ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი ჭეიშვილი გამოეხმაურა. მან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი შეახსენა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში არაერთი პოლიტპატიმარი იყო. "მიხეილ სააკაშვილი იგივე მეთოდებით დღეს უკრაინაში ატყუებს ხალხს. უკრაინელებს ეყოფათ გამბედაობა, რომ ავანატიურისტს გვერდში არ დაუდგნენ. 26 მაისის და 7 ნოემბრის დარბევის შემოქმედები რა დემოკრატიაზე საუბრობთ დღეს?"- მიმართა დიმიტრი ჭეიშვილმა ”ნაცმოძრაობის” წარმომადგენელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო