მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩემი გატაცებისთვის ევროპულ სასამართლოში კომპენსაციას მოვითხოვ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი გატაცების გამო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ განუცხადა.

„ჩვენ ახლა ვამზადეთ სარჩელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ბანდიტიზმისთვის, თავდასხმასა და ადამიანის გატაცებისთვის. მათ მე გამიტაცეს. ეს ოფიციალურად დადასტურებულია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ასევე აპირებს სარჩელის შეტანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მოითხოვს კომპენსაციას იმ ზიანისთვის, რომელიც მას ძალოვნებმა მიაყენეს.

„ჩვენ ასევე ვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მე მოვითხოვ კომპენსაციას გატაცებისთვის. როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვლება, თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მხოლოდ იმისთვის, რაც ჩემთან მიმართებაში ჩაიდინეს, არამედ იმისთვისაც, თუ რას უკეთებენ უკრაინელ მოქალაქეებს ყოველდღიურად“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს