ირაკლი ხმალაძე კომპანია ”ელფის” ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს

თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე კომპანია ”ელფის” მიერ თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბადრი გიორგიძის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სკოლამდელ აღსაზრდელთა კვების მომსახურებაზე ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

„მე არ დავეთანხმები ბრალდებებს. ახალი ტენდერია გამოცხადებული და მგონი, უკვე დასრულების ეტაპზეა. რაც შეეხება კომპანია „ელფს“, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს, ისინი თვლიან, რომ ყველაფერი სწორად აქვთ, ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს და შესაბამისად, მოხდება საკითხზე რეაგირება. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, კომპანია “ელფი” თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსს ბადრი გიორგიძეს სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესების გამო კომპანიის საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

როგორც კომპანიის დირექტორი თინათინ პაპუაშვილი აცხადებს, გიორგიძე სკოლამდელ აღსაზრდელთა კვების მომსახურებაზე ტენდერში მონაწილეობაში სხვადასხვა უკანონო მეთოდით ხელს უშლის.

მისივე ინფორმაციით, 21 დეკემბრს, 42- მილიონიანი ტენდერის დაწყებამდე 2 საათით ადრე, მერიის მოთხოვნის საფუძველზე კომპანიის ოფისში პროკურატურა ელექტრონული ინფორმაციის ამოღების მოთხოვნით შევიდა. პაპუაშვილის თქმით, უნდა წაეღოთ ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ისიც, რაც ტენდერზე უნდა აეტვირთათ.

მისივე განმარტებით, გიორგიძე გასული წლის ტენდერიდანაც ცდილობდა “ელფის” ჩახსნას, თუმცა ვერ მოახერხა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა