ილია ელოშვილი - აუცილებელია გენგეგმის დამტკიცებამდე გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქალაქს აქვს, გენგეგმის არარსებობაა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელოშვილის თქმით, აუცილებელია გენგეგმის დამტკიცებამდე გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

„ამას ემსახურებოდა ზონალური საბჭოს გაუქმებაც. ნებისმიერი ცვლილება მშენებლობის კუთხით, იქნება უმკაცრესად გაკონტროლებული და სერიოზულად დასაბუთებული. გენგეგმა როდესაც გვექნება, ზუსტად გვეცოდინება სად, რამდენი და რა ტიპის მშენებლობა, რომელ ზონაში უნდა განხორციელდეს. სანამ არ გვაქვს გენგეგმა, გარკვეული ტიპის შეზღუდვები უნდა დავაწესოთ. კერძოდ, შეზღუდვებს რაც შეეხება, ძირითადი პრობლემა იყო გამოწვევებიდან გამომდინარე, რომ ის სტანდარტები, რომელიც მშენებლობისთვის იყო დაწესებული, იცვლებოდა და ეს იწვევდა მაღალი ტემპით განაშენიანებას, რაც ჩვენი საზოგადოების ძირითადი წუხილია. ახლა დაწესდება შეზღუდვები, რომ ასეთი ცვლილებების განხორციელება ასე სწრაფად და მარტივად არ მოხდება. მაგალითად, 3,5 მილიონი კვადრატული მეტრია განაშენიანებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ეს ასე აღარ იქნება“, - განაცხადა ელოშვილმა.

რაც შეეხება გენგეგმასთან დაკავშირებულ შენიშვნებს, მერის მოადგილის განმარტებით, მერიას შენიშვნები აქვს ტრანსპორტთან, გამწვანებასთან, ეკოლოგიასა და ზონალურ დაყოფასთან დაკავშირებით.

„ეს შენიშვნები გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს უკვე გადაგზავნილი აქვთ და მიცემულია კონკრეტული ვადა, რომ იმ ვადაში ჩააბარონ განახლებული გენგეგმა“, - აღნიშნა ელოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა