საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას ვიგენ სარგსიანს უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებასა და სამხედრო მედიცინის სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა. ლევან იზორიამ სტუმარს სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო კურსების გავლა შესთავაზა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, არსებულ გამოწვევებს. მინისტრებმა ამ კონტექსტში საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

მხარეებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართველი და სომეხი სამხედროების მონაწილეობაზეც იმსჯელეს, რომლებიც მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან.

ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს მრავალეროვნულ სწავლებებში „ღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) და „მტკიცე სულში“ (Agile Spirit) ქართველი და სომეხი ჯარისკაცები მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სამველ რამაზიანი დაესწრნენ.

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს