მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის შემთხვევაში, საკუთარ სახლში ეკრანის დაყენებას აპირებს, რათა ხალხთან ურთიერთობა განაგრძოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის შემთხვევაში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ეკრანის დაყენებას აპირებს, რათა ხალხთან ურთიერთობა განაგრძოს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ეძებს, თუ სად შეიძლება იაფად ეკრანისა და ხმის სისტემის შეძენა, რათა თავის სახლზე დააყენოს.

„3 იანვარს სააპელაციო სასამართლოს სხდომა გაიმართება. მათ სურთ ჩემი შინაპატიმრობა, რათა მე კონტაქტი არ მქონდეს თქვენთან. თუ მე ჩამკეტავენ შინაპატიმრობით, თქვენ იცით ჩემი აივნის მისამართი. მე მექნება მიკროფონები. ვფიქრობ, სად ვიყიდო ახლა იაფად ეკრანი. ჩემი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ეკრანის დაყენებას ვაპირებ. მექნება ხმის სისტემა. ამ ეკრანს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც დაინახავენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო