გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტებისთვის დაჯილდოვდა

კომპანია Business & Media Contact-მა სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის ერთობლივი საქმიანობა შეაჯამა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბიზნესფორუმის სერტიფიკატი და ფორუმის ექსკლუზიური ჯილდო გადასცა წარმატებულ დაწესებულებებსა და ბიზნესკომპანიებს, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს - განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებისათვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან აცნობეს, ყველა წარმოდგენილი მონაწილე-ნომინანტი შეირჩა როგორც საზოგადოებისთვის საინტერესო, მაღალი სტანდარტების მატარებელი დაწესებულება, რომელმაც წარმატებული პროექტებითა და სიახლეებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამა თუ იმ სფეროს განვითარებაში.

დაჯილდოების ცერემონიალზე უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა მურთაზ კვირკვაიამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს მათი უნივერსიტეტის საქმიანობის მაღალი შეფასებისათვის, ისაუბრა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ და დაადასტურა, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი არის ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორივე სეგმენტს - სახელმწიფოსა და ბიზნესს, უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრებით. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ბიზნესფორუმის მრავალგზის ნომინანტია, კომპანია მუდმივად აშუქებდა მის საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროექტებს.

ბიზნეს და სახელმწიფო პროექტების დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვეულნი იყვნენ წარმატებული სახელმწიფო კომპანიების, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო იმპორტიორ-ექსპორტიორები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა