გამყოფი ხაზების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე გამყოფი ხაზების სოფლების მოსახლეობის ზამთრის გათბობის, სუბსიდირების და სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხებზე მსჯელობენ

გამყოფი ხაზების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე გამყოფი ხაზების სოფლების მოსახლეობის ზამთრის გათბობის, სუბსიდირებისა და სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების საკითხებზე მსჯელობენ.

როგორც ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა, წელს კომისია განიხილავს გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობისთვის გაზის საფასურის 200-ლარიანი ვაუჩერით დახმარების საკითხს. მინისტრის თქმით, გასულ წელს 62 სოფელში დასრულდა გაზიფიკაციის პროცესი.

„სულ 62 სოფელში დასრულდა წინა წელს გაზიფიკაციის პროცესი. წელს კომისიის სხდომაზე განვიხილავთ მოსახლეობისთვის გაზის საფასურის 200-ლარიანი ვაუჩერით დახმარების საკითხს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სხდომაზე ასევე იმსჯელებენ სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების საკითხზეც. ციხელაშვილის ინფორმაციით, გამყოფი ხაზების სოფლებიდან სტუდენტების რიცხვი მზარდია, რაც დადებითი ტენდენციაა.

„მთავრობამ ნოემბრის ბოლოს განკარგულება მიიღო, რომლითაც წელსაც გადაწყდა იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსება, ვინც გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ. წელს მათი რიცხვი 1 000-ს გადააჭარბებს, წინა წლებში 850-მდე სტუდენტი დაფინანსდა. მატება მიანიშნებს, რომ ჩვენი მოსახლეობა ამ სოფლებში ცხოვრობს, საკუთარ მიწაზე რჩება და იმ გამოწვევებს, რომლებიც მათ წინაშეა, გმირულად უმკლავდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს გააუმჯობესოს გამყოფი ხაზების სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა.

„მე მიხარია, რომ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით გაგვეუმჯობესებინა მოსახლეობის მდგომარეობა. მათი მდგომარეობა არ არის იგივე, რაც იყო ხუთი წლის წინ, თუმცა ჩვენი ამოცანა არის, რომ სიკეთეები, რომლებიც იქმნება გამყოფი ხაზის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს, გავრცელდეს მეორე მხარესაც“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა