ადვოკატი - მაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები, ვის ინტერესებში შედის, რომ ოთარ აბესაძე ასეთი ჯანმრთელობით მაინც იყოს გამოკეტილი საპყრობილეში

მაქვს ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები და ეჭვი, თუ ვის ინტერესებში შედის, რომ ოთარ აბესაძე ასეთი ჯანმრთელობით იყოს მაინც გამოკეტილი საპყრობილეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო იქნებოდა სამართლიანი და აბესაძეს აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლიდა, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა.

„ჩვენ გვქონდა იმედი და მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო იქნებოდა სამართლიანი და ოთარ აბესაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახეს შეუცვლიდა. მაგრამ სამწუხაროდ, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ჩვენი ეს მოლოდინი არ გამართლდა და აქედან გამომდინარე, მაქვს ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები და ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის აუცილებლობა იმისა, რომ ოთარ აბესაძე აქამდე იყოს პატიმრობაში და ასეთი ჯანმრთელობით იყოს მაინც გამოკეტილი საპყრობილეში, ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი. ეს კითხვა დღეს თითქოს რიტორიკულად ჟღერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას ყველაფერს საბოლოოდ მაინც პასუხი გაეცემა“, - განაცხადა გელაშვილმა.

ამასთან ადვოკატის თქმით, აბესაძის მდგომარეობა ცნობილია როგორც პროკურატურისთვის, ასევე ახლა უკვე სასამართლოსთვის და შესაბამისად, ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლობა სისტემას ეკისრება.

„დასკვნიდან გამომდინარე, ყოველთვის არის შესაძლებელი და მოსალოდნელი, რომ რაიმე ცუდი შედეგი დადგეს, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ცნობილია როგორც პროკურატურისთვის, ასევე უკვე სასამართლოსთვისაც და თუ რაიმე ცუდი შედეგი დადგა, პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიან იმ სისტემას, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ოთარ აბესაძე“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა