აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი ცოტნე ქარქაშაძე ვიზიტით ინდონეზიაში იმყოფებოდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა ცოტნე ქარქაშაძემ ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, მონაწილეობა მიიღო აზია ოკეანეთის ქვეყნების ლიდერების რეგიონულ ფორუმში „ღია მმართველობა ინკლუზიური განვითარებისათვის“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, ფორუმის მიზანს წარმოადგენდა მხარეებს შორის ღია მმართველობის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარება ინკლუზიურ განვითარებაში. „ღია მმართველობის პარტნიორობისა“ (OGP) და ინდონეზიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სახელმწიფო აუდიტის „სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის“ სამსახურის ხელმძღვანელმა ცოტნე ქარქაშაძემ წარადგინა ანალიტიკური ვებ-პლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორი“, როგორც საჯარო ფინანსების მართვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი.

ფორუმს სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების ლიდერები, მინისტრები, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ბიზნეს-სექტორი, მედია და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო