ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის პროცესზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 11-12 მარტს, ბათუმში გამართული აქციის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესზე პროკურატურა ამ წუთებში სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

სასამართლოს სხდომას განცხადების საფუძველზე ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე არ ესწრება.

როგორც პროკურორები დასკვნით სიტყვაში განმარტავენ, ირაკლი ჩხვირკია სამაუწყებლო კომპანიებს პირდაპირ ეთერში ულტიმატუმებით ჩაერთო და მოთხოვნები დააყენა. პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე 11-12 მარტამდე აჭარის პოლიციის უფროსის თანადებობიდან გადადგომას ითხოვდა, იგი აქციის დროს მოწოდებებს აკეთებდა.

"სატელევიზო განცხადების შემდეგ ძალადობრივი ქმედებები დილის 06:00 საათზე გაგრძელდა. ძალადობრივი აქციის დროს სამართალდამცავებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ამასთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი დაზიანდა. რამდენიმე ავტომობილი დაიწვა და განადგურდ”,- აცხადებენ პროკურორები.

როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა განაცხადა, დასკვნით სიტყვას ხვალ ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას დაცვის მხარე წარმოთქვამს, ზეგ კი - მერაბ ღოღობერიძის ადვოკატები.

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმე განხილვა დაახლოებით 8 თვეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობდა. ბრალდებულებს გამოძიება 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებას ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო