სოფო კილაძე - მესტიაში მომხდარი მკვლელობა ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელსაც პოლიტიკურ აქტივობასთან არავითარი კავშირი არა აქვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მესტიაში მომხდარი მკვლელობა არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც ადამიანის პოლიტიკურ აქტივობასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

“როგორც ვიცი, ეს ადამიანი თავის შვილს გადაეფარა. მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი პოლიტიკური კუთვნილების იყო ეს ადამიანი. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს. ასეთი კლიმინალი აზიანებს ზოგადად, ქვეყნაში სიმშვიდეს და როგორც ვნახეთ, კიდევ ერთი ადამიანი შეიწირა“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ლომარ ნიგურიანი, რომელიც მესტიის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო, ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ მოკლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა