მესტიაში მოკლული ლომურ ნიგურიანის ახლობლის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ბიძაშვილია

მესტიაში მოკლული საკრებულოს წევრის ”ნაციონალური მოძრაობიდან”, ლომურ ნიგურიანის ახლობლის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ბიძაშვილია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ოჯახის ახლობელმა განუცხადა. მისი თქმით, მკვლელობა პოლიტიკას არ უკავშირდება.

"არ არსებობს არანაირი პოლიტიკური სარჩული და მისი მკვლელობა არც მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხება. უბრალოდ, ლომურ ნიგურიანმა თოვლი ბიძაშვილის ეზოში გადაყარა, რასაც შელაპარაკება მოყვა. მკვლელობა სავარაუდოდ აფექტის ნიადაგზე მოხდა , - განაცხადა მან.

ლომურ ნიგურიანის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზეა გადასვენებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო