კანონპროექტი, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებთან სამშვიდობო ინიციატივებს ეხება, უკვე მომზადებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი კანონპროექტს, რომელიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან სამშვიდობო ინიციატივებს ეხება, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე წარადგენს.

როგორც ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი უკვე მზად არის.

„პრემიერმა განაცხადა და დააანონსა, რომ ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც უკავშირდება ახალ სამშვიდობო ინიციატივებს. ეს გათვლილია იმაზე, რომ პირველ რიგში, დავეხმაროთ მოსახლეობას ხელოვნური დაბრკოლებების, ე.წ. გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, პირველ რიგში, გაუმჯობესდეს მათი ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ხელი შეეწყოს ვაჭრობას გამყოფი ხაზების გასწვრივ. ახალი პაკეტი ასევე უკავშირდება განათლების სფეროს და ხარისხიან განათლებაზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ახალგაზრდებისათვის ორივე რეგიონებისათვის, როგორც აფხაზეთიდან, ასევე „სამხრეთ ოსეთიდან“. ასევე პაკეტი მოიაზრებს სახელმწიფოს მხრიდან გაცემულ სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გამარტივებას. ჩვენი ამოცანაა ამ სირთულეების ფონზე გავამარტივოთ სხვადასხვა სერვისებსა და სიკეთეებზე წვდომა,” - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა