ეკა ბესელია - 2018 წელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის იქნება ისეთივე საქმიანი და დატვირთული, როგორიც 2017 წელი იყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, 2018 წელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის იქნება ისეთივე საქმიანი და დატვირთული, როგორიც 2017 წელი იყო. ამის შესახებ ეკა ბესელიამ კომიტეტის საქმიანობის წლის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელიას თქმით, მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო, რომლის ფარგლებშიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 91-მდე კანონპროექტის ავტორი გახდა.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულება არის სწორედ წლის ანგარიშის ჩაბარება მოსახლეობისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ამ ანგარიშის ფარგლებში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კომიტეტს ჰქონდა ძალიან მაღალი აქტივობა. კერძოდ, 91 კანონპროექტი, რომლის ავტორი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ასევე კანონპროების 75% - 80%, 8 სამუშაო ჯგუფი - ეს არის მთელი საკანონმდებლო საქმიანობიდან იურიდიულ კომიტეტზე გადმოსული ტვირთი და პასუხისმგებლობა. ასევე, არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერით ან ინიციატივით წარიმართა. საკონტროლო ფუნქციით და ზედამხედველობით ახალი ინოვაციური ფორმატები დავნერგეთ. ასევე ვაჩვენეთ, რომ ეს წელი კომიტეტისთვის იყო აქტიური. 2018 წელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე დატვირთული“, - განაცხადა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა