ზამთარში გათბობისთვის გამოყოფილ 200 ლარს გამყოფი ხაზების სოფლების 12 ათასამდე ოჯახი მიიღებს

ზამთარში გათბობის სუბსიდირებისათვის გამოყოფილ 200 ლარს გამყოფი ხაზების სოფლების 12 ათასამდე ოჯახი მიიღებს, - ამის შესახებ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მდივანმა ოთარ კონჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ოთარ კონჯარიას ინფორმაციით, სუბსდირება შეეხება შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტს, ასევე საჩხერის, ონის და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებს.

”გათბობით უზრუნველყოფას მიმდინარე სხდომაზე განვიხილავთ. ეს შეეხება შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტს, ასევე საჩხერის, ონის და დუშეთის მუნიციპალიტეტებს.

აღნიშნული უშუალოდ ზამთრის პერიოდს შეეხება და თანხები 12 ათასამდე ოჯახს დაერიცხება”, - განაცხადა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მდივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა