ბათუმში საუკეთესო ღვინოების ავტორებს თერთმეტი ნომინაციის მიხედვით, სამი სინჯის მედლები გადასცეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძემ, ასევე აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძემ საუკეთესო ღვინოების ავტორებს თერთმეტი ნომინაციის მიხედვით, სამი სინჯის მედლები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გამარჯვებულებთა შორისაა უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და პროტოკოლის დეპარტამენტის სპეციალისტი (ქსელის ადმინისტრატორი) გიორგი დიასამიძე. მან ნომინაციაში „აღმოსავლეთის წითელი ღვინო” პირველი ადგილი - ოქროს მედალი დაიმსახურა.

წინასაახალწლო დღეებში ღვინის ფესტივალი ბათუმში, ევროპის მოედანზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვიცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

27 დეკემბერს, აქვე გაიმართება ყველის ფესტივალი, სადაც საუკეთესო ყველის სამი სახეობა გამოვლინდება.

წარმოდგენილი იქნება ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქცია, რომელსაც გამოცდილი სომელიეები და დეგუსტატორები შეაფასებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა