ექიმი - არსებობს ეჭვი, რომ ოთარ აბესაძეს ჰქონდეს გულის შეტევა, თუმცა საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

ჩაფიძის კლინიკაში მოთავსებული ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა ივა ხოჭოლავამ განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ოთარ აბესაძეს ჰქონდეს გულის შეტევა, თუმცა საბოლოო პასუხი აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც პაციენტს შესაბამისი ანალიზები ჩაუტარდება.

ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, „პაციენტს ჰქონდა გონების დაბინდვისა და დაკარგვის ეპიზოდი“. ასევე აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში ტკივილები, რაც შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო ემოციური ფონით.

”პაციენტს ჰქონდა გონების დაბინდვის და დაკარგვის ეპიზოდი, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მოხდა მისი ჰოსპიტალიზირება ჩვენს კლინიკაში. ტკივილები ჰქონდა გულ-მკერდის არეში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროებს კვლევებს. აღნიშნული ფაქტორი შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო ემოციური ფონითაც. ეჭვი არსებობს, რომ შესაძლოა, მას ჰქონდეს გულის შეტევა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი შემოწმება, გაკეთდეს ანალიზები და უკვე ხვალისთვის გვეცოდინება საბოლოო პასუხი”, - განაცხადა ივა ხოჭოლავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა