სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - 2017 წლის 1 იანვრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, დავების განხილვის საბჭოში 1475 საჩივარია შემოსული, რამდენიმეს განხილვაზე უარი თავად მომჩივანმა განაცხადა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დავების განხილვის საბჭოს წევრის, მამუკა ტუსკაძის განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში 1475 საჩივარია შემოსული, რომელთაგან რამდენიმე საჩივრის შემთხვევაში (რომელიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე დასახელებული ოდენობა) თავად მომჩივანმა ორგანიზაციამ უარი განაცხადა მის მიერ შემოტანილ საჩივარის განხილვაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, განხილვაზე უარის თქმის მიზეზი ზოგ შემთხვევაში იყო ის, რომ მომჩივანს აღარ ჰქონდა საჩივრის განხილვის იურიდიული ინტერესი; აღარ არსებობდა დავის საგანი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავად გამოასწორა საჩივარში მითითებული ხარვეზი; რამდენიმე საჩივრის გაუქმების მიზეზი გახდა საბჭოში ორი იდენტური შინაარსის მქონე საჩივრის წარმოდგენა; ზოგიერთ საჩივარზე უარის თქმის საფუძველი გახდა შინაარსობრივად ხარვეზიანი საჩივარი.

„აქვე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საჩივრის გახმობა არ ნიშნავს იმას, რომ მოცემულ ტენდერზე პრეტენდენტს აღარ შეუძლია საჩივრის წამოდგენა, რაც ადასტურებს იმას, რომ ზემოქმედების მოხდენა ერთ კონკრეტულ მომჩივანზე საჩივრის უკან გახმობის მიზნით შინაარსს მოკლებულია. ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ამავე საბჭოს წევრი - მამუკა ტუსკაძე ხელს აწერს მხოლოდ 233 გადაწყვეტილებას. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ არც ერთ მათგანზე განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებია იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რაც აუცილებლად თან უნდა დაერთოს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საგულისხმოა ისიც, რომ საბჭოს კომპეტენცია განსაზღვრულია კანონით და მისი მიზანია მხოლოდ შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით დარღვეული უფლების დაცვა. თუმცა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის დავების განხილვის საბჭოს წევრს, აქვს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ ინფორმაცია შესასწავლად მიაწოდოს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ ორგანოს. გასათვალისწინებელია, რომ მამუკა ტუსკაძის მხრიდან ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია არასდროს.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პირადი განცხადება, თუმცა მამუკა ტუსკაძის განცხადება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ამ დრომდე არ შემოსულა.

ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემები (მათ შორის, როგორც შესყიდვის პროცედურებთან, ასევე საბჭოში შემოტანილ საჩივრებთან დაკავშირებული მონაცემები) საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

როგორც ცნობილია, მამუკა ტუსკაძემ დღეს განაცხადა, რომ დავების განხილველ საბჭოს ტოვებს. ამის მიზეზად ის დარღვევებს ასახელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო