ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, კულტურის სამინისტროში მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრაზე თავად მიხეილ გიორგაძემ გაახმოვანა.

როგორც მწერალმა ლაშა ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“თვითონ მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას და თავად გაუძღვება ამ საქმეს. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი”, - განაცხადა მწერალმა ლაშა ბაქრაძემ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან პროექტი დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა