მარიამ ჯაში - ფრაქციების ფორმირების საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტების სხდომა ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც პარლამენტის ბიურო შეიკრიბება

უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ფრაქციების ფორმირების საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების სხდომა ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც შეიკრიბება პარლამენტის ბიურო.

როგორც ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის თვმჯდომარესთან მიმდინარე კონსულტაციების თემა ფრაქციების ფორმირების საკითხი არ არის და შეხვედრაზე სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივების ვადებზე მსჯელობენ.

”მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობაში შეიქმნება ორი ახალი ფრაქცია. ხვალ ამ საკითხზე იგეგმება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც მოხდება საკითხის განხილვა. ხოლო შემდეგი პროცედურა ბიუროს ფორმატში გაგრძელდება”, - განუცხადა ჟურნალსიტებს მარიამ ჯაშმა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა