მიხეილ გიორგაძე - არაჯანსაღი აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება პირადად ვუხელმძღვანელო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმ არაჯანსაღი მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეებში, მიიღო გადაწყვეტილება, პროექტის ყველა მიმართულებას თავად უხელმძღვანელოს.

"ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გადაუჭარბებლად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ არაჯანსაღი აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, რაც ბოლო დროს გავრცელდა, როგორც მედიაში ასევე სოციალურ ქსელებში, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად ვუხელმძღვანელო ამ პროექტს და არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და ხელმძღვანელოვას ვგულისხმობ, არამედ თითოეული მიმართულების ოპერაციულ ხელმძღვანელობას. მე პირადად ვუხელმძღვანელებ თითოეულ მიმართულებას, ოპერაციული და ტექნიკური საკითხების ჩათვლით", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან გუშინ პროექტი დატოვა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა