პროკურორის მტკიცებით, ბათუმის მოვლენებზე დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საპატიმროში დასატოვებლად უტყუარი მტკიცებულებები არსებობს

პროკურორ რამაზ შავაძის განცხადებით, მათი მოლოდინია, რომ ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულების, ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაკავებულების საპატიმროში დასატოვებლად უტყუარი მტკიცებულებები არსებობს.

"ბრალდების მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა. დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ შეფასება მისცა იმ მტკიცებულებებს, რომელიც სადაო არ არის, ანუ უდაო მტკიცებულებად არის მიჩნეული. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილი კადრების დემონსტრირება მოახდინა. ბრალდების მხარეს გონივრული მოლოდინი გააჩნია, რომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდეს",- განაცხადა რამაზ შავაძემ

ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი, პაატა შავაძე აცხადებს, რომ დასკვნით სიტყვაში პროკურატურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოდის.

"ბრალდება მთლიანად აგებული არის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებზე. პროკურატურა ამბობს, რომ თურმე ღოღობერიძემ აქცია სოციალური ქსელით უზრუნველყო", - განაცხადა პაატა შავაძემ

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმე განხილვა დაახლოებით 8 თვეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობდა. ბრალდებულებს გამოძიება 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებას ედავება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა