სემეკი სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ხვალ, საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კომისიის მიერ ტარიფები 3 - წლიან რეგულირების პერიოდზე დადგინდება.

ამავე სხდომაზე დადგინდება „ჟინვალჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისთვის. გარდა ამისა, განისაზღვრება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობები.

საჯარო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება.

სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ პირს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა